ქვეყნის უზენაესის კანონის მიღებიდან 30 წელი გავიდა
ქვეყნის უზენაესის კანონის მიღებიდან 30 წელი გავიდა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაამტკიცა. სახელმწიფოს ძირითადი დოკუმენტი ძალაში იმავე წლის 17 სექტემბერს, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა. როდესაც კომისიისა და პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა