პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააკავა პოლიციამ. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებითაც. ასევე, უწყების ინფორმაციით სხვადასხვა დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილებსაც
