პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა პოლიციამ. მათ შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, მოქალაქეზე ჯგუფურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია მოთავსებული. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
