24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. ზუსტად 30 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიება იმართება