ფონდ "ქართუს" ქველმოქმედება
100 ხოხობი და 100 კაკაბი ჭოპორტის ხეობაში გაუშვეს. გადაშენების პირას მყოფი ფრინველები ფონდ ქართუს ქველმოქმედებით სოფელ ჭორვილას მეფრინველეობის ფერმაში გაამრავლეს. ფრინველების გაშვების მთავარი მიზანი ბუნებაში ველური სახეობის ფაუნის აღდგენა-გამრავლებაა.
