ომის დასრულების პერსპექტივა
მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს უკრაინა რუსეთის მასირებული თავდასხმების ფონზე ხვდება. საოკუპაციო ძალები დასავლეთის ფრონტზე უკრაინის ქალაქებს რაკეტებითა და დრონებით ესხმიან თავს. ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, შედგება თუ არა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას დააანონსა. ასევე უცნობია, რა შეთანხმებით დასრულდება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხზე მიმდინარე კონსულტაციები. ომის შემდგომ უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის სურვილი უკვე გამოთქვა კიევის მოკავშირე 10-მა ქვეყანამ, მოსკოვი კი უკრაინაში დასავლელი სამშვიდობოების ყოფნის წინააღმდეგია.

სიუჟეტის ავტორი: პაატა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები