საკადრო ცვლილებები სუსში
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტს მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარუდგინა. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ახალი კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას სულ ცოტა ხნის წინ გააცნო. მანამდე კი სუსის უფროსის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დატოვა. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს გადაწყვეტილება გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო და ასევე აღნიშნა, რომ ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები