ჰავაიზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა
კილაუეას კრატერიდან ლავა ჰაერში 30 მეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევა ჯერ-ჯერობით მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რის გამოც ევაკუაციის ბრძანება არ გაცემულა. ვულკანი კილაუეა ჰავაის არქიპელაგის ერთ-ერთ უდიდეს კუნძულ ჰონოლულუდან 200 კილომეტრში მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.