ლუიზიანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა
ხანძარმა კომპლექსის დიდი ნაწილი გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
