სთარინგ ჯორჯია, 2025 წლის სეზონის ფარგლებში მეორე არტისტს აანონსებს - 27 აგვისტოს "ბლექ სი არენა" ემფაია ოფ ზე სანს უმასპინძლებს
მასშტაბური ფესტივალების ჰედლაინერი ბენდი ამჯერად ქართველი მელომანების წინაშე წარსდგება. კომპოზიციები: „ვოლქინგ ონ ე დრიმ“ და „ვი არ ზე ფიფლ“ მათი წარმატების მხოლოდ დასაწყისი იყო. თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით, „ემფაია ოფ ზე სან“ აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. 3 წარმატებული ალბომის შემდეგ ის შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით დაბრუნდა და მსოფლიო ტურნეც დაიწყო. ბილეთების შეძენა თიქეთ ჯიზეა შესაძლებელი.
