ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკის ჩატარება დაადასტურა
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკის ჩატარება დაადასტურა, თუმცა საქმეში პოლიტიკური მოტივის არსებობა უარყო. როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, ბოლტონის საქმის გამოძიება ჯერ ადრეულ სტადიაზეა. გამოძიების დეტალების გამჟღავნებისგან მან თავი შეიკავა, მაგრამ დაადასტურა, რომ საქმე საიდუმლო მასალების შენახვას ეხება. ბოლტონი დონალდ ტრამპის მრჩეველი მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იყო. შემდეგ მან თანამდებობა დატოვა და ტრამპის მწვავე კრიტიკოსი გახდა.