უკრაინის პრეზიდენტი მზადაა ტერიტორიების საკითხი განიხილოს, თუმცა ეს მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზეა შესაძლებელი
ამის შესახებ „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი კისლიცამ განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკი ხელმძღვანელობს როგორც უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, ისე საზოგადოებრივი აზრით, უკრაინული საზოგადოება კი მშვიდობაზე ტერიტორიების გაცვლის წინააღმდეგია.