,,ღამის სერენადები'ს' ფარგლებში, ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში, მსოფლიო კინოს ლეგენდის ენიო მორიკონესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
"მორიკონე - კინოს ლეგენდა" - საღამომ გენიალური კომპოზიტორის შემოქმედების ერთგული მსმენელი გააერთიანა. დიდი მაესტროს უკვდავი მუსიკა პირველად საქართველოში ცნობილმა მესაყვირემ ნელო სალცამ გააცოცხლა და მსმენელს მათი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და დაუვიწყარი თემების შექმნის ისტორიის შესახებ უამბო
