საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს
მიზეზი იტალიის ვიცე-პრემიერის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები გახდა. მილანში ვიზიტისას მატეო სალვინიმ მწვავედ გააკრიტიკა მსურველთა კოალიციის გეგმა უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ და განაცხადა, რომ ამ ინიციატივის ავტორმა ემანუელ მაკრონმა თავად უნდა აიღოს იარაღი, ჩაფხუტი დაიხუროს და უკრაინაში წავიდეს. ჯერ კიდევ მარტში სალვინი მაკრონს რუსეთთან ომში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებდა და მას „არანორმალურს“ უწოდებდა.