დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა
სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის მიზნით 24 საათიან კონტროლს ახორციელებს. მონადირეებმა ნადირობამდე უნდა გადაიხადონ გადამფრენი ფრინველების მოსაკრებელი 10 ლარი, და ქვითარი 1 კვირის განმავლონაში თან უნდა იქონიონ. ნადირობა იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და სხვა სახელმწიფო ტერიტორიებზე.