ხელისუფლების შეცვლა, ეს არის კაპროვანში მიმდინარე ტრენინგის მიზანი, რომელსაც თავად ორგანიზატორები ადასტურებენ
"ქრონიკის" ინფორმაციით ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან სამხედრო მომზადებას, მათ შორის ტაქტიკურ გადაადგილებას, სამხედრო დგომას, შეტევას, თავდაცვას და სამხედრო ალყებს. ღონისძიება მოძრაობა „ერთობის“ ინიციატივით იმართება. მასში მონაწილე ინსტრუქტორები კი არიან მოძრაობა „ფარის“ წევრები. ამ ორგანიზაციის მიზანია ჩამოაყალიბოს „ათეულების ლიდერები“ საპროტესტო აქციებისთვის. ცნობილია, რომ კაპროვანში გავლილი ტრენინგის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეები აქციასაც გამართავენ, რომელიც ოზურგეთში გაიმართება.
