დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ელოდება, რომ იუსტიციის დეპარტამენტი მას ჩხრეკასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.