უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, კელოგი ასევე განიხილავს მიმდინარე კვირის განმავლობაში ლიდერების მიერ გაწეულ დიპლომატიურ ძალისხმევას. ვიზიტი იმ ფონზე შედგება, როდესაც შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროპა კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის დეტალებს ათანხმებენ.