ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს, რომელიც აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. ბათუმი-სარფის გზის პროექტი აკავშირებს ახლადაშენებულ ბათუმის შემოვლით გზას თურქეთის საზღვართან – სარფში.
