პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებმა რამდენიმე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებებს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმი მიაწოდეს,
