უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ომის დროს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ომის დროს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს უკრაინაში იმატა მობილიზაციისთვის თავის არიდების ფაქტებმა და ქვეყანას სხვადასხვა უკანონო გზებით მასიურად ტოვებენ სამხედრო ვალდებულების ასაკის მამაკაცები.