არჩილ მუსელიანცს ოთხი წლით პატიმრობა შეეფარდა
არჩილ მუსელიანცს ოთხი წლით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა მას რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მდებარე სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებოდა, რაც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მუსელიანცი ბრალს არ აღიარებს.
