ესპანეთში ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ
გალიის რაიონში ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა . მეხანძრეების დასახმარებლად, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე დღის განმავლობაში, დაახლოებით 3.400 სამხედრო და 50 თვითმფრინავის იყო მობილიზებული. ესპანეთს სტიქიასთან საბრძოლველად ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ ასობით მეხანძრე, სახმელეთო და საჰაერო ტექნიკა გაუგზავნა.