ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზას განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში თუ, დაჯგუფება ჰამასი ისრაელის პირობებს არ დათანხმდება
ისრაელი ჰამასისგან განიარაღებას და ღაზის სექტორში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ითხოვს. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ისრაელის პრემიერი ღაზის სექტორში ჩავიდა და ყველა მძევლის გათავისუფლებასა და ისრაელისთვის მისაღებ ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების განკარგულება გასცა.