საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ მოკავშირეებმა უკრაინას ტერიტორიების დათმობა არ უნდა აიძულონ
კალასმა ბიბისისთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნების უფლების მიცემა ვლადიმერ პუტინის მიერ დაგებული ხაფანგია. კალასი მიიჩნევს, რომ უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა ჰქონდეს, მისი თქმით, ყველაზე საიმედო გარანტია კი ძლიერი არმიაა.