დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხთან მიმართებით მიდგომის ცვლილებას არ გამორიცხავს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტოდ სტარნსთან რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლებელია თუ არა უკრაინაში მშვიდობის დამყარება, ორ კვირაში გახდება ნათელი. რის შემდეგაც ტრამპმა ომის დასასრულებლად ტაქტიკის შეცვლა არ გამორიცხა. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავდამსხმელზე იერიშების გარეშე ომის მოგება შეუძლებელია და ჯო ბაიდენი გააკრიტიკა, რომ ის უკრაინას მხოლოდ თავდაცვაში ეხმარებოდა.
