რვა თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
მათ სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და აღჭურვილობის მიღების შემდეგ ყაზარმებში განთავსდნენ. საქართველოს მასშტაბით სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში, ჯამში 590 წვევამდელი გაიწვიეს. წვევამდელები კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.