შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების საკითხებს. ხაზი გაესვა რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო, ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე