მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით , 44 ადამიანი დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ბოლო ორი თვის სტატისტიკაზეც ისაუბრა. ბოლო ორ თვეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 417 ადამიანია დაკავებული, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკორეალიზატორია.