უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბას“ კიდევ ერთხელ დაარტყა
პიტერ სიიარტოს თქმით, ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეჩერებულია. „უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეწყდა! ეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე კიდევ ერთი თავდასხმაა. ეს ჩვენი ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა“ – წერს სიიარტო.