უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთი ცდილობს თავი დაიძვრინოს ორმხრივი შეხვედრისგან
რუსეთი ცდილობს თავი დაიძვრინოს ორმხრივი შეხვედრისგან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, რათა მოსკოვი შეხვედრას დათანხმდეს.
