„უოლ სტრიტ ჯორნალი“ს სტატიის თანახმად, ტრამპის იმედები პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის გამართვის თაობაზე არ გამართლდა
ამერიკის პრეზიდენტი ორშაბათს ამბობდა , რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით შეთანხმებას სწრაფად მიაღწია, თუმცა ხუთშაბათს მან განაცხადა, რომ კიევს რუსეთზე ახალი შეტევების გარეშე ომის მოგების შანსი არ აქვს. როგორც გამოცემა წერს, მოვლენების ასეთი განვითარება ომის დასრულების თაობაზე ტრამპის წარმავალ ოპტიმიზმზე მიუთითებს. სტატიაში ნათქვამია, რომ გარდა ამისა, უკრაინაში დასავლური ქვეყნებიდან მშვიდობისმყოფელების გაგზავნის იდეა კრემლმა კატეგორიულად უარყო.