სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანას საქმიანი ვიზიტით ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდიუსერების დელეგაცია ეწვია
მოწვეულ სტუმრებს შორის იყო კომპანია HBO East Coast Production-ის ვიცე-პრეზიდენტი ბარბარა კეივერი, რომელიც გასართობი და დოკუმენტური კონტენტის შექმნის პარალელურად, HBO-ს დოკუმენტური ფილმების ფესტივალის კურატორია. ვიზიტის ფარგლებში, პროდიუსერები ეწვივნენ თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, ბათუმსა და ყაზბეგს, მოინახულეს ისტორიული არქიტექტურული ძეგლები და გადაღებებისთვის საინტერესო ლოკაციები. გარდა ამისა, პროდიუსერები გაეცნენ საქართველოში კინო და ტელე-წარმოების პროცესს და ადგილობრივი კინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.