მასწავლებლების გადამზადების პროცესი დაიწყო
ტრენინგში მონაწილეობს 1 300 პედაგოგი და ისინი მომზადებას თბილისში, ქუთაისში, ქობულეთსა და ბათუმში მოწყობილ ტრენინგ ცენტრებში გადიან. მიზანია, ისეთი საგანმანათლებლო მოდელის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული განათლების მიღებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად. წელს მისი დანერგვა 64 საჯარო სკოლაში მოხდება. პროფესიული პროგრამები 7 დარგობრივ მიმართულებას მოიცავს, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, გრაფიკული დიზაინი, ფრონტ ენდ დეველოპმენტი, ადმინისტრაციული სერვისები, ფოტოგრაფია, ბაღის დიზაინი და სასტუმრო მომსახურება. ინტეგრირებულ პროგრამებზე მასწავლებელთა გადამზადების პროცესი 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დაწყება კი 15 სექტემბრიდან მე-11 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.
