განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტზე მუშაობა იწყება
პროექტირებისთვის კონკურსი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 25 სექტემბერს დაიწყება. პროექტის მიზანია სარეკრეაციო სივრცის სრულად განახლება და მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლის მოწყობა. ტერიტორიაზე, რომელიც 66 ჰექტარზე მეტს მოიცავს, უნდა შეიქმნას სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. განმუხურისა და ანაკლიის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული ნაწილი მოიცავს როგორც ახალი ნაგებობების აშენებას, ისე არსებულის რეაბილიტაციას. დაგეგმილია ღია სცენის, დეკორატიული ტბის, განმუხურისა და ანაკლიის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობა.
