„პოლიტიკო“ წერს, რომ ვაშინგტონი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორის ფუნქციას, მეტწილად ევროპას აკისრებს, შეერთებული შტატები კი მინიმალურ ჩართულობას გეგმავს
„პოლიტიკო“ წერს, რომ ვაშინგტონი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორის ფუნქციას, მეტწილად ევროპას აკისრებს, შეერთებული შტატები კი მინიმალურ ჩართულობას გეგმავს. გამოცემა წერს, რომ პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ევროპელ მოკავშირეებს უთხრეს, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობა სწორედ ევროპამ უნდა აიღოს.