რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაზე განსახილველი საკითხები შეხვედრამდე იქნება მომზადებული
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებაზე განსახილველი საკითხები შეხვედრამდე იქნება მომზადებული. სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი თანახმაა, დასავლეთმა უკრაინას უსაფრთხოების კოლექტიური გარანტია მისცეს, რომლის პრინციპებიც ფაქტობრივად, 2022 წელს სტამბოლში შეხვედრისას იყო შეთანხმებული.