რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ლვოვის ოლქში ოკუპანტმა იერიში დრონებითა და რაკეტებით მიიტანა, დაზიანებულია ათობით შენობა, ვრცელდება ცნობა ერთი დაღუპულისა და რამდენიმე დაშავებულის შესახებ. თავდასხმის გამო კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა დაზიანებული კიევის, სუმის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. უკრაინის დასავლეთით რუსული რაკეტა ენერგეტიკულ ობიექტს მოხვდა, უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, დაზიანებულია საწარმო რომელიც შეერთებული შტატების მმართველობაშია
