კონგრესმენი ჯეიმს კომერი აცხადებს, რომ „დიფ სთეითი“ ლიბერალურ მედიას იყენებს რესპუბლიკელებისა და კერძოდ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის შესაქმნელად
კონგრესმენი ჯეიმს კომერი აცხადებს, რომ „დიფ სთეითი“ ლიბერალურ მედიას იყენებს რესპუბლიკელებისა და კერძოდ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის შესაქმნელად. „დიფ სთეითის“ დავალებების შემსრულებლად კონგრესმენი The New York Times მოიხსენიებს. საქმე ეხება ეროვნული დაზვერვისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ მოპოვებულ მასალებს, საიდანაც ირკვევა, რომ The New York Times-ის ჟურნალისტი FBI-ს ყოფილი დირექტორის დავალებით, პოლიტიკურად მოტივირებულ სტატიებს წერდა ტრამპის დისკრედიტაციის მიზნით
