განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბაკურიანის ახალგაზრდულ ბანაკში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბაკურიანის ახალგაზრდულ ბანაკში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდნენ. გივი მიქანაძემ ქვეყნის განვითარებაში მომავალი თაობის როლზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული ბანაკების მნიშვნელობაზე. ახალგაზრდებს მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ
