უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გივი მიქანაძეს მადლობის წერილს უგზავნის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გივი მიქანაძეს მადლობის წერილს უგზავნის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. წერილში საუბარია უკრაინელი მოსწავლეებისთვის შესაბამისი გამოცდების ორგანიზებისთვის გაწეულ სამუშაოებზე. ოქსენ ლისოვის თქმით, უკრაინული მხარე ამ მიმართულებით საქართველოს განათლების სამინისტროს ძალისხმევასა და გვერდში დგომას ძალიან აფასებს
