„ქრონიკის“ ინფორმაციით, გახარიას გუნდს პარტიის წევრები ტოვებენ, მათ შორის პარტიიდან მიდის ზაზა თავაძე
„ქრონიკის“ ინფორმაციით, გახარიას გუნდს პარტიის წევრები ტოვებენ, მათ შორის პარტიიდან მიდის ზაზა თავაძე. არსებული ინფორმაციით, მიზეზი პროპორციული სიები და მერობის კანდიდატებია. „ქრონიკა“ დაუკავშირდა ზაზა თავაძეს, რომელიც ფაქტს უარყოფს. „ქრონიკის“ ინფორმაციითვე პარტია დატოვა ნათია მეზვრიშვილმა, მას ტელეფონი რამდენიმე დღეა გათიშული აქვს. მანამდე პარტიიდან წავიდნენ თეონა აქუბარდია და რუსუდან თევზაძე. ისინი არ ესწრებოდნენ მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძის წარდგენას
