მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს
მმართველი გუნდი არასამთავრობო სექტორის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. პოლიტიკური შეფასებები კეთდება IDFI-ის ხელმძღვანელის რუსეთის მოქალაქეებთან ბიზნეს თანამშრომლობაზე, რაშიც პრობლემას ვერ ხედავენ თავად არასამთავრობო ორგანიზაციაში. „ქართული ოცნებისთვის“ კი ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის სიტყვები და ქმედებები ერთმანეთთან კავშირში არ არის