პრემიერ-მინისტრი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა. ირაკლი ყურაშვილს აქვს დიპლომატიის სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. ნიკოლოზ აფხაზავა კი წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. იყო ელჩი კორეის რესპუბლიკასა და მალაიზიაში