საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს
საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ ოთხ ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი ევროკომისიამ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველომ 100 პროცენტიანი სისტემით 55.3% მიიღო. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: სერბეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, მოლდოვა და უკრაინა. მოლდოვა და უკრაინა, რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ევროპის უკანასკნელ ოთხეულშია და მათი შეფასება 100%-იანი სისტემით 32%-ზე დაბალია. მსოფლიოში სასამართლო სისტემის ეფექტიანობა შეფასდა სამი კრიტერიუმით: სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასამართლო პროცესის ხარისხი; საჯარო მომსახურების ხარისხისა და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის აღქმა
