საფრანგეთი მოუწოდებს აშშ-ს გააუქმოს ყველა სანქცია სისხლის სამართლის საერთაშორისო მოსამართლეებზე, რომელთა შორის ფრანგი მოსამართლე ნიკოლა გიუცაა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გააუქმოს ყველა სანქცია სისხლის სამართლის საერთაშორისო მოსამართლეებზე, რომელთა შორის ფრანგი მოსამართლე ნიკოლა გიუცაა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება სასამართლოს უფლებებისა და რომის სტატუტის ყველა წევრი სახელმწიფოს უფლებების დარღვევაა, და ეწინააღმდეგება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს. მანამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ახალი სანქციები გამოაცხადა საერთაშორისო სასამართლოს კიდევ 4 წევრის წინააღმდეგ
