ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაიწყეს დაგეგმილი სახმელეთო შეტევის „წინასწარი მოქმედებები“, რომლის მიზანიც ქალაქ ღაზის მთლიანად აღებაა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე დაიწყეს დაგეგმილი სახმელეთო შეტევის „წინასწარი მოქმედებები“, რომლის მიზანიც ქალაქ ღაზის მთლიანად აღებაა. თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, განცხადებით, ისრაელის ჯარები უკვე აკონტროლებს ქალაქის გარეუბნებს. ორი ბრიგადა ზეითუნის დასახლების ტერიტორიაზე მოქმედებს, ერთი კი - ჯაბალიაში. ისრაელის მხარის მტკიცებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ქალაქ ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას, მათი უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაციის შესახებ აფრთხილებენ
