ჯეი დი ვენსი: ევროპელი ლიდერები არ იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ ტრამპი მათთან შეხვედრის დროს პუტინთან აპირებდა დარეკვას
ევროპელი ლიდერები არ იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ ტრამპი მათთან შეხვედრის დროს პუტინთან აპირებდა დარეკვას. ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჯეი დი ვენსმა კომენტარი პუტინსა და ზელენსკის შორის დაგეგმილ შეხვედრაზეც გააკეთა და არ გამორიცხა, მათ ტერიტორიებისა და უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმება შეძლონ. როგორც ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხში შეერთებული შტატებიც არის ჩართული, თუმცა ძირითადი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ევროპელებმა უნდა აიღონ, რადგანაც საქმე მათ უსაფრთხოებას ეხება
