იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო, ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებისთვის, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის. იზრდება მათთვის სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც. ცვლილების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწოდა, შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა, ისაუბრეს ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც
