მაკკეინის ინსტიტუტმა, ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო
მაკკეინის ინსტიტუტმა, ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციისგან ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო. თანხა პოლიტპატიმრებისა და მძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას მოხმარდება. საგრანტო პროექტში შეტანილია მზია ამაღლობელის საქმეც. ინსტიტუტი ამაღლობელის საქმეს მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე შემთხვევებს შორის ასახელებს. სხვა საქმეებს შორისაა ვენესუელელი ოპოზიციონერის, ხესუს არმასის, ბელარუსი აქტივისტის მარია კოლესნიკოვას და ღაზაში ტყვეობაში მყოფ მძევალთა საქმეები. მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ნიკა გვარამია რომელიც თავისი რეპორტაჟებისთვის დააკავეს ინსტიტუტის ჩართულობით შეიწყალეს და მისი ადვოკატირებისთვის იბრძოლეს